Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში იმყოფება ირანის ბირთვულ პროგრამაზე სასაუბროდ


ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დევიდ მილიბენდის განცხადებით, რომელიც მან ჩინეთში ვიზიტის დროს გააკეთა, ირანის ბირთვული პროგრამა „რეალურ საფრთხეს“ ქმნის და მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ერთად უნდა იმქომედონ, რათა არ დაუშვან, რომ ირანს ატომური იარაღი ჰქონდეს. მილიბენდის თქმით, ის ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოსთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელ იან ძიეჩისთან შეხვედრების დროს ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ ამ რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით. ჩინეთში მილიბენდის ვიზიტი დღეს დაიწყო. პეკინი ეწინააღმდეგება ირანის მიერ ურანის გამდიდრების შესაწყვეტად, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას.
XS
SM
MD
LG