Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა „იმედის“ მოდელირებულ პროგრამას


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა საქართველოს სამაუწყებლო კომპანიებს მოუწოდა, იხელმძღვანელონ პროფესიული სტანდარტებით, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ნაკისრი აქვთ. ტელერადიოკომპანია ”იმედის” მიერ მოდელირებულად წოდებულ, 13 მარტს ნაჩვენებ პროგრამასთან დაკავშირებით, მიატოვიჩმა განაცხადა, რომ მისი, როგორც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მანდატი, არ იძლევა გადაცემის შინაარსობრივი მხარის განხილვის უფლებას, მაგრამ, მიატოვიჩის შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შინაარსს არ ეხება. „საქმე ეხება უპასუხისმგებლო ჟურნალიზმსა და ზემოქმედებას, რომელიც მან შეიძლება მოახდინოს მედის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე“, ნათქვამია მიატოვიჩის საგანგებო განცხადებაში. იქვე ეუთოს წარმომადგენელი მიესალმება „იმედის“ მოდელირებულ პროგრამაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სწრაფ, უარყოფით რეაქციას და გამოთქვამს იმედს, რომ ასეთი ინციდენტები მომავალში აღარ განმეორდება.
XS
SM
MD
LG