Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟურნალისტურ სტანდარტებს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას და ჟურნალისტურ სტანდარტებს. სააკაშვილის ეს განცხადება დღეს მედიას გააცნო პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისი განცხადებით, პრეზიდენტი აბსურდულად მიიჩნევს ბრალდებას, თითქოს “იმედის” ეთერში გასული “მოდელირებული ქრონიკის” შესახებ პრეზიდენტი საქმის კურსში იყო. მანჯაგლაძის თქმით, გადაცემის შედეგად გამოწვეული პანიკით და რეაქციით ზიანი, პირველ რიგში, ხელისუფლებას მიადგა. „საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ხელისუფლებას მედიის კონტროლის ასეთი ბერკეტი არ გააჩნია. ასე რომ არ იყოს და ცენზურა არსებობდეს, ხელისუფლება დაინტერესებული იქნებოდა, ჩარეულიყო და ეს გადაცემა ეთერში არ გასულიყო“, – დასძინა მანანა მანჯგალაძემ.
XS
SM
MD
LG