Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "იმედს" საგანგებო დეკლარაციის გამოქვეყნება დაავალა


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია „იმედს“ დაავალა საგანგებო დეკლარაციის გამოქვეყნება 13 მარტს ნაჩვენები „მოდელირებული ქრონიკის“ გამო. კომისიის დღევანდელ, საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „იმედი“ არ დაჯარიმებულა და არც რაიმე სხვა სახის სანქცია დაწესებია. მას დაევალა, გამოაქვეყნოს დეკლარაცია, რომელშიც აღიარებს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს და ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას იმ ინსცენირების გამო, რომელმაც მღელვარება გამოიწვია. “იმედს” დაევალა აგრეთვე, ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს თითოეული მოქალაქის საჩივარი, მოხდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და საჩივრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომისიას. “იმედმა” დეკლარაცია უნდა გამოაქვეყნოს კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ვადაში, 20.00 საათიანი ქრონიკის მსვლელობაში.
XS
SM
MD
LG