Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი არველაძე „ფაბრიკაციას“ უწოდებს ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერს


გავრცელებული ცნობებით, ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ „თავიდან ბოლომდე ფაბრიკაცია“ უწოდა ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც ვინმე „გიორგი“ (საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ გიორგი არველაძე) და მისი მოადგილე ეკა წამალაშვილი საუბრობენ „იმედის“ მოდელირებულ ქრონიკაზე. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, არველაძემ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ ტექსტები, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ამოკრიფეს მისი სხვადასხვა საუბრის ჩანაწერებიდან. „ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციას შეადგენს. ჩემი სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი ფრაზებია. ასე შეიძლება, დალაი ლამასთან, ან რომის პაპთან ჩემი საუბარი გაკეთდეს“, განაცხადა არველაძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
XS
SM
MD
LG