Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ჩადის


აშშ სახელმწიფო მდივანი 18-19 მარტს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს საერთაშორისო პარტნიორებთან ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესზე მოსალაპარაკებლად. ჰილარი კლინტონი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მოსალაპრაკებლად. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჰილარი კლინტონი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და აშშ საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიტჩელი. ევროკავშირი, რუსეთი, გაერო და აშშ არიან ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო საშუამავლო ჯგუფის წევრები, რომელიც ”კვარტეტის” სახელით არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG