Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში თავის რუს კოლეგას შეხვდება


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ ჰრიშჩენკო დღეს რუსეთში ვიზიტს იწყებს. ის მანამდე რუსეთში უკრაინის ელჩი იყო. ჰრიშჩენკო შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. მოლაპარაკებები შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ ვიზიტს უკრაინაში. კონსტანტინ ჰრიშჩენკო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გასულ კვირაში დაინიშნა.
XS
SM
MD
LG