Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აშშ-ისა და რუსეთის უთანხმოებათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად რჩება


საქართველო აშშ-ისა და რუსეთის უთანხმოებათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად რჩება, თუმცა, ჩვენ საერთო ინტერესების რეალიზაციისთვისაც უნდა ვიმუშაოთ - განაცხადა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაოდგილემ ჯეიმს სტეინბერგმა. მისი შეფასებით, ე.წ. გადატვირთვა წარმატებით მიმდინარეობს და ურთიერთობის გამჭვირვალობისა და ნდობის აღსადგენად აშშ და რუსეთი საკმაოდ კონსტრუქციულად მუშაობენ. ორი ქვეყნის ბოლოდროინდელი ურთიერთობის მთავარ მომენტებად სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ავღანეთში სამხედრო ტვირთის ტრანზიტის შეთანხმება და ირანის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების საკითხში თანამშრომლობა დაასახელა.
XS
SM
MD
LG