Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები აღარ გაგზავნის შუამავალს ახლო აღმოსავლეთში


ახალო აღმოსავლეთის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალურმა წარგზავნილმა ჯორჯ მიტჩელმა გადადო მივლინება რეგიონში, რისი მიზეზიც ისრაელთან გამწვავებული დიპლომატიური კრიზისია. გასულ კვირაში ისრაელმა განაცხადა, რომ 1600 ერთეულ ბინას ააშენებს აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელსაც პალესტინა მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევს. შეერთებულმა შტეტებმა ასეთ ქმედებას დაუშვებელი უწოდა და მოუწოდა ისრაელს შეეწყვიტა დასახლებების მშენებლობა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიდგირ ლიბერმანმა ამერიკის მოთხოვნას გაუგებარი უწოდა და განაცხადა, რომ მშენებლობები გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG