Accessibility links

logo-print

საქართველოს რეგიონები სტიქიამ დააზარალა


რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში და ქვემო და შიდა ქართლში. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანები, რომლებიც წეროვანსა და კარალეთში აშენებულ დასახლებებში ცხოვრობენ. დატბორილ ტერიტორიებზე, საიდანაც მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციაც განხორციელდა, სამაშველო სამსახურებმა წყლის ამოტუმბვის სამუშაო დაიწყეს. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, მას შემდეგ რაც ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ჩამოწოლილმა ზვავმა რუსეთიდან მომავალი ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ენერგოსისტემაში ავარიის გამო, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩა საქართველოს რამდენიმე სხვა რეგიონის ნაწილიც. წყალდიდობამ პრობლემები შექმნა სასმელი წყლით მომარაგების მხრივაც, მათ შორის თბილისშიც.
XS
SM
MD
LG