Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტით ჩანაწერის გავრცელების გამო, ოპოზიციის ნაწილმა გამოძიების დაწყება მოითხოვა


ტელეკომპანია ”იმედის” მიერ მოდელირებულად წოდებული პროგრამის მომზადებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობის თაობაზე ინტერნეტით ჩანაწერის გავრცელების გამო, ოპოზიციის ნაწილმა გამოძიების დაწყება მოითხოვა. თავად ”იმედის” ხელმძღვანელებმა, რომლებიც ამ საუბრის მონაწილეებად არიან დასახელებულნი, სატელეფონო ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდეს. მათი განცხადების გამო ეჭვს არ გამოთქვამს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, თუმცა, მიიჩნევს, რომ სანდოობის გაზრდის ერთადერთი საშუალება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ობიექტური გამოძიების ჩატარებაა. ”შესაბამისი დასკვნა მოგვცემს სურათს, თუ რასთან გავქვს საქმე - ფალსიფიცირებულ სატელეფონო საუბართან, თუ რეალობასთან, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკას უშუალოდ აკონტროლებს” - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი თარგამაძემ.
XS
SM
MD
LG