Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციურმა პარტიებმა “ეროვნული საბჭოს” აღდგენა გამოაცხადეს


პრაიმერში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს “ეროვნული საბჭოს” აღდგენის შესახებ განაცხადეს. მხარდამჭერებთან შეხვედრისას“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ეროვნული საბჭოს მიზნად თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა და ქვეყნის კეთილდღეობა დაასახელა. ამავე შეხვედრისას ნოღაიდელმა რუსეთში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ძირითადი ამოცანა აქვს - ქვეყნის გაერთიანება და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა. დღესვე პრაიმერის ინიციატორმა პარტიები ოპოზიციას გაერთიანებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG