Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თავს იკავებენ ალასანიას განცხადების კომენტირებისგან


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით თავს იკავებენ კომენტარისგან ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ნიდერლანდის სამეფოში დღეს უკვე ყოფილ ელჩს, მაია ფანჯიკიძეს უფლებამოსილება მასთან ნათესაური კავშირის გამო ვადამდე შეუწყდა. სამინისტროში სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუმარტეს, რომ ჟურნალისტებს ამ თემაზე მინისტრისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა დღეს საღამოს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისში დაგეგმილ ბრიფინგზე ექნებათ.
XS
SM
MD
LG