Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მისიამამ შეშფოთება გამოთქვა ”იმედის” გადაცემის გამო


ტელეკომპანია ”იმედის” ე.წ. მოდელირებული გადაცემის გამო, დღეს შეშფოთება საქართველოში ევროკავშირის მისიამაც გამოთქვა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისია ყურადღებით აკვირდება ამ გადაცემის ზეგავლენას უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ”2008 წლის ზამთრიდან, ამ რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მშვიდი რჩება ტელეგადაცემის შემდეგაც. მიუხედავად ამისა, მისიის დამკვირვებლები ადგილობრივ მოსახლეობაში ამ ინციდენტით გამოწვეული მღელვარების მოწმენი გახდნენ” - აღნიშნავს ევროკავშირის მისია. მისივე ცნობით, მეთვალყურეები “ცხელი ხაზის” მეშვეობით რუს მესაზღვრეებსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, რათა ”იმედის” გადაცემის მოდელირებულ ხასიათში დაერწმუნებინათ და შეემოწმებინათ, რომ მათი მზადყოფნის დონე უცვლელი რჩებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს შეახსენებს, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო გადაცემების მომზადებას სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. მისია ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, მომავალში სრულად გაითვალისწინოს საკუთარი მოქმედების შედეგები, რადგან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ყველას ინტერესი უნდა იყოს
XS
SM
MD
LG