Accessibility links

logo-print

პაკისტანში საჰაერო იერიშის შედეგად 10 მეამბოხე მოკლეს


პაკისტანის ოფიციალური წაყროების მტკიცებით, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 10 მეამბოხე დაიღუპა პაკისტანის თემურ, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. პაკსიტანის დაზვერვის ინფორმაციით, მოკლულთა შორის არიან „უცხოელები“, რაც ჩვეულებისამებრ იხმარება ალ ყაიდის იმ წევრების მიმართ, რომლებიც არაბეთიდან ანდა ცენტრალური აზიის რეგიონიდან არიან. ანალოგიური სარაკეტო დარტყმის შედეგად, რაც უპილოტო თვითმფრინავიდან განხორციელდა, ცოტა ხნის წინ თალიბანისა და ალ-ყაიდის გალენიანი ლიდერები მოკლეს. მაგრამ იყო უკმაყოფილებაც შეერთებული შტატების მიმართ, რადგან სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ისლამაბადი სთხოვს შეერთებულ შტატებს, გადასცეს უპილოტო თვითმფრინავის ტექნოლოგია, რათა თავად აწარმოოს ასეთი შეტევები.
XS
SM
MD
LG