Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და საქართველო, სავარაუდოდ, ივნისში გააფორმებენ შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ


ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ დღეს განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა, ივნისში მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების მიღებას გააადვილებს. ვან რუმპემ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ. ასევე ვან რუმპეს თქმით, მალე შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყება. ასეთი შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობასაც გაითვალისწინებდა. სავიზო რეჟიმის გამარტივების შედეგად, რაც ევროკავშირში არალეგალურად მყოფი ქართველების რეპატრიაციას უკავშირდება, დაჩქარდებოდა ვიზების გაცემის პროცედურა და გაიაფდებოდა ვიზები.
XS
SM
MD
LG