Accessibility links

logo-print
17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ხალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. ერთი თვის წინ ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველოში მობილური ტელეფონით საუბრის ტარიფები არის მაღალი. დღეს კი ასოციაცია სარჩელით მიმართავს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ მან გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ბერკეტები იმისთვის, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებმა ბოროტად არ გამოიყენონ თავიანთი გავლენიანი პოზიცია ბაზარზე.
XS
SM
MD
LG