Accessibility links

logo-print

წყალდიდობის გამო გარე სამყაროსაა მოწყვეტილი კახეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფელი


გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი კახეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფელი. უკვე გახსნილია ონში შესასვლელი გზა, რომელიც მეწყრის შედეგად ჩაიკეტა. მდინარეებში წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს შიდა ქართლში, თუმცა, მტკვრის და სხვა მდინარეთა ადიდებამ უკვე გამოიწვია ჰიდროელექტროსადგურების, მათ შორის ”ზაჰესის” მუშაობის შეფერხება. მიუხედავად ამისა, კომპანია ”ენერგოპროჯორჯია” აცხადებს, რომ ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები არ შეიქმნება. გადაუღებელი წვიმის გამო დატბორილ წეროვანში, სადაც აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ადამიანების ნაწილი ცხოვრობს, დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა. დევნილთა დასახლებაში ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
XS
SM
MD
LG