Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს


მეორე დღეა, ესპანეთის ეროვნული სასამართლო პალატის მოსამართლე ფერნანდო გრანდე-მარლასკა ქართულ-რუსულ მაფიად წოდებული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი პირების დაკითხვას განაგრძობს. ესპანეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამშაბათს მოსამართლემ დაკითხა 14 ეჭვმიტანილი, რომელთაგან 12 წინასწარი დაკავების საკნებში გადაიყვანეს. ამ კვირაში, ესპანეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია სულ 24 პირი, მათ შორის დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეული კახა შუშანაშვილი. მისმა ძმამ, ლაშა შუშანაშვილმა საბერძნეთში გაქცევა შეძლო, რის გამოც, ესპანეთის პროკურატურამ საბერძნეთის პოლიცია გულგრილობაში დაადანაშაულა. თავად ბერძენი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ლაშა შუშანაშვილი ამჟამად ქვეყნის ჩრდილოეთით იმალება. ქართულ-რუსულ მაფიად წოდებული დაჯგუფების წინააღმდეგ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. გაზეთი ”ველტი” იუწყება, რომ ამჟამად გერმანელი სამართალდამცავები ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებად მიჩნეული 17 პირის დაკითხვას აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG