Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი უარყოფს, რომ ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერობა კრიზისშია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უარყო აზრი, რომ აშშ-სა და ისრაელს შორს ურთიერთობა კრიზისს განიცდის იმის გამო, რომ ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთა დასახლების გაფრთოების გეგმა გამოაცხადა. კლინტონმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ სრულ ვალდებულებას გრძნობს ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და თქვა, რომ ორ სახელმწიფოს მჭიდრო, შეურყეველი კავშირი აქვს.
კლინტონმა იქვე თქვა, რომ ვაშინგტონს სურს ისრაელმა და პალესტინელებმა დაამტკიცონ თავიანთი სურვილი , რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებას ემხრობიან. აშშ-მა დაგმო ისრაელის გეგმა, ააშენოს აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 ახალი საცხოვერებელი ებრაელთათვის. იერუსალიმის ეს ნაწილი პალესტინელთა მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა იყოს. ისრაელის გეგმამ ეჭვქვეშ დააყენა დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება.
XS
SM
MD
LG