Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა


უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი იგორ ტენიუხი თანამდებობიდან გაათავისუფლა. უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საქართველოს საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა, ადმირალ ტენიუხის ბრძანებით, უკრაინული გემები სევასტოპოლის ყურეში რუსული ხომალდებისთვის გასასვლელის ჩაკეტვას შეეცადნენ. ადმირალი ტენიუხი ასევე მიჩნეულია ინიციატორად და ერთ-ერთ იდეოლოგად საინფორმაციო ომისა, რომელიც ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დისლოკაციის წინააღმდეგ წარმოებდა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლად დღეს ვიცე-ადმირალი ვიქტორ მაქსიმოვი დაინიშნა.
XS
SM
MD
LG