Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნ: პრიორიტეტი საქართველოში გაეროს სამშვიდობო ძალების გარეშე მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა


ჟენევის დისკუსიას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევს გაეროს გენერალური მდივანი. ბან კი მუნმა, რომელიც მოსკოვში იმყოფება, რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთან” დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია ამ მექანიზმის შემდგომი დამუშავება და განვითარება. შეკითხვას, ხომ არ დადგა რეგიონში გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნის დრო, გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ პრიორიტეტი ამ ძალების გარეშე მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
XS
SM
MD
LG