Accessibility links

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები სოხუმის შემდეგ ცხინვალს ეწვივნენ


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები საქართველოში კონსულტაციებს განაგრძობენ. გაეროს გენერალური მდივნის, ევროკავშირისა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები ანტი ტურუნენი, პიერ მორელი და ბოლატ ნურგალიევი დღეს ცხინვალში, დე ფაქტო მთავრობის წევრებს ხვდებიან. ოთხშაბათს სამი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სოხუმში იმყოფებოდნენ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მე-9 რაუნდის წინ, რომელიც 30 მარტსაა დანიშნული, თანათავმჯდომარეები კონსულტაციებს ხვალ თბილისში გამართავენ.
XS
SM
MD
LG