Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ პაკისტანში ალ-ყაიდის გავლენიანი ფიგურა მოკლეს


ვაშინგტონიდან იუწყებიან, რომ ჩრდილოდასავლეთ პაკისტანზე შეერთებული შტატების ძალების მიერ გასულ კვირაში მიტანილი საჰაერო თავდასხმის იერიშის ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტოები ანონომურად ტოვებენ შეერთებული შტატების კონტრ-ტერორისტული სტრუქტურების წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ ალ-ყაიდის გავლენიანი ფიგურა ჰუსეინ ალ-იემენი ვაზირისტანის რეგიონში, ქალაქ მირან შაჰში მოკლეს. იემენი ასაფეთქებელი დანადგარების ექსპერტი იყო. როგორც ვარაუდობენ, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 30 დეკემბერს ავღანეთში მომხდარ თავდასხმაში, რასაც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს 7 თანამშრომელო და იორდანიის დაზვერვის 1 მუშაკი ემსხვერპლნენ.
XS
SM
MD
LG