Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კორტიარდ მარიოტში" "თავისუფლების დღიურების" პრეზენტაცია გაიმართა


18 მარტს სასტუმრო “კორტიარდ მარიოტში” გაიმართა რადიო თავისუფლების პროექტის, “თავისუფლების დღიურების” რიგით მე-4 წიგნის პრეზენტაცია. „თავისუფლების დღიურებში“ თავმოყრილია ამავე სახელწოდების ყოველკვირეული პროგრამის მასალები - დღიურები, რომლებსაც თითო კვირის მანძილზე წერდნენ რადიო თავისუფლების თხოვნით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. წიგნთან ერთად გაიმართა პრეზენტაცია ანდრო ჭიაურელის ფილმისა, რომელშიც შევიდა რადიო თავისუფლების რესპონდენტთა სტუდიური ჩანაწერები. ფილმში ასევე გამოყენებულია ზვიად ნიკოლეიშვილისა და ნოდარ ცხვირაშვილის ფოტოები.
XS
SM
MD
LG