Accessibility links

logo-print

პრაიმერის მხარდამჭერი პარტიები დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრნენ


ავტოკოლონა, რომელსაც ”ეროვნული საბჭოს” შემადგენლობაში შემავალი პრაიმერის მომხრე პარტიების ლიდერები მიუძროდნენ, თბილისიდან იმერეთის რეგიონისკენ დღეს დილით დაიძრა. პარტიები წინასაარჩევნო შეხვედრებს ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობასთან გამართავენ. ”მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება და ხალხს ჩვენთან შეხვედრას უკრძალავენ. ვპირდები ხელისუფლებას, რომ დაისჯება ყველა, ვინც ერთი თავისუფალი მოქალაქის ნებასაც კი უგულებელჰყობს” - განაცხადა მედიასთან საუბრისას ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა. მომავალ კვირას პრაიმერის მხარდამჭერი პარტიები შეხვედრებს გორსა და სურამში ჩაატარებენ.

XS
SM
MD
LG