Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მოდელირებულ ქრონიკას” ჟენევაში განიხილავენ


ტელეკომპანია “იმედის” 13 მარტის “მოდელირებულ ქრონიკას” ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, “ქრონიკის” საკითხის ჟენევაში განხილვა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა მოითხოვა. კონსულტაციების თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა, პიერ მორელმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განხილულიყო, თუმცა ეს ფორმატი ამჯერად არ მოქმედებს. ამ შემთხვევის დეტალებს ჟენევაში გავარკვევთ - აღნიშნა მორელმა.

XS
SM
MD
LG