Accessibility links

logo-print

ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრემიერმა ანგარიში მთავრობას ჩააბარა


პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა არ დაუკარგავს. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვიზიტს წარმატებული უწოდა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან აქვს საუკეთესო ურთიერთობა, რასაც არა მხოლოდ შეხვედრები და განცხადებები, არამედ ხელშეკრულებათა რაოდენობაც ადასტურებს. ევროკავშირთან მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებათა შორის ნიკა გილაურმა სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და საავიაციო ხელშეკრულებები დაასახელა.
XS
SM
MD
LG