Accessibility links

logo-print

“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ


“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და საკუთარ სამოქმედო გეგმაზე დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნებისას, საქართველოში მედია-აქტიურობის მონიტორინგისთვის ევროკავშირი და სხვა პარტნიორები დამატებით რესურსს აამოქმედებენ. ალიანსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ტელეიმედის ამასწინანდელი იმიტაცია დღევანდელი შეხვედრისას საკმაოდ მწვავედ და კრიტიკულად შეფასდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ალიანსმა სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად უნდა გადადგას ადეკვატურად სწორი ნაბიჯები, რათა არ მოხდეს ”იმედის” მიერ წარმოდგენილ სცენარში ოპოზიციის ჩათრევა.
XS
SM
MD
LG