Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთის „კვარტეტი“ ისრაელს დასახლებების შეჩერებისკენ მოუწოდებს


ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შუამავლები - რომლებიც ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის განახლებას ცდილობენ - ისრაელს მოუწოდებენ, შეწყვიტოს დასახლებების გაშენების პროცესი. „კვარტეტად“ წოდებული ჯგუფი - რომელიც აერთიანებს გაეროს, რუსეთს, შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს - ამ მოწოდებით მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოვიდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებამ 24 თვის განმავლობაში კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს. ისრაელის და შეერთებული შტატების ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა, ისრაელის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში კიდევ 1,600 საცხოვრებელი ერთეულის აშენების გეგმის გამოცხადების გამო. პალესტინელები დადებითად გამოეხმაურნენ დასახლებების შეჩერების თაობაზე მოწოდებას.
XS
SM
MD
LG