Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: რუსეთი და აშშ ხელშეკრულების გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ძალიან ახლოს არიან ბირთვული იარაღის შემცირების თაობაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან. კლინტონი ამ განცხადებით მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. მისი თქმით, მოლაპარაკების მონაწილე გუნდებმა „ყველა მნიშვნელოვანი საკითხის“ გადაჭრას მიაღწიეს, და ახლა მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხია დასაზუსტებელი. შეერთებული შტატები და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალი დოკუმენტის ირგვლივ, რომელმაც სტრატეგიული შეიარაღების შესახებ 1991 წელს დადებული ხელშეკრულება (START) უნდა შეცვალოს. START-ს ვადა დეკემბერში გაუვიდა.
XS
SM
MD
LG