Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ეუთოს მუდმივ საბჭოს წარუდგინა აგვისტოს ომის შემდგომ თანამშრომლობის სტრატეგია


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე წარადგინა საქართველოს სტრატეგია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, თანამშრომლობის მეშვეობით, დაახლოებას ემსახურება. ეუთოს საგანგებო პრეს-რელიზში ვკითხულობთ, რომ იაკობაშვილის განმარტებით, სტრატეგია შემუშავდა ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან, აგრეთვე პროცესის მონაწილეებთან ხანგრძლივი კონსულტაციების საფუძველზე და მოიცავს საკითხებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ვაჭრობა, გარემოს დაცვა და ინფრასტრუქტურა. იაკობაშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სამოქმედო გეგმაზე სტრატეგიისათვის, რომელსაც „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია“ ეწოდება და აპირებს კონფერენციის ორგანიზებას, რათა მისი განხორციელების გზებზე მოსალაპარაკებლად შეკრიბოს პროცესის ყველა მონაწილე. იაკობაშვილის თქმით, „ეუთოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტები და უნარი, ადგილზე ნდობის აღსადგენად მიმართული სამუშაოების ჩასატარებლად“, საქართველოს ხელისუფლება ამაში დარწმუნდა საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობისას და სურს, რომ ეუთო საქართველოში დააბრუნოს. საქართველოში ეუთოს მისია 2009 წლის ივნისში დაიხურა.
XS
SM
MD
LG