Accessibility links

სალომე ჯაში: "პატრიოტთა ბანაკი ქვეყნის და ადამიანების მართვის მოდელია"


სალომე ჯაში

სალომე ჯაში

10-დან 18 მარტამდე პრაღა მასპინძლობდა ყოველწლიურ კინოფესტივალს, „ერთ მსოფლიოს“ - რომელიც ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ყველაზე ფართომასშტაბიანი ფორუმია. ფესტივალი რომელიც 1999 წელს დააარსა ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი გასაჭირში“, უკვე ათწლეულზე მეტია, რაც სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტებს, უფლებადამცველებს, აქტივისტებს ერთმანეთთან შეხვედრის და თავისუფლებისა თუ სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული უკვე გამოვლენილია - საუკეთესო სურათად აღიარეს ფილმი სახელწოდებით „ხალხის მტრები“, რომელიც კამბოჯის წითელი კხმერების რეჟიმის დროს 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ მოგვითხრობს. საქართველოდან ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენეს სალომე ჯაშის დოკუმენტური სურათი, „ლიდერი ყოველთვის მართალია“ - ფილმი, რომელიც საქართველოს „პატრიოტთა ბანაკებზე“ მოგვითხრობს. ფესტივალის მესვეურებმა ფილმს საკმაოდ დამაინტრიგებელი ანოტაცია გაუკეთეს - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებში, როგორც ჩანს, ნაციონალიზმის, სიძულვილის და მორჩილების გაკვეთილები ისწავლებაო“. ფილმის რეჟისორს, სალომე ჯაშს, ფესტივალის მსვლელობისა ვესაუბრეთ და პირველ რიგში იმის შესახებ შევეკითხეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მისი ფილმი კინოფესტივალზე.
XS
SM
MD
LG