Accessibility links

პაკისტანი უარყოფს ვარაუდს, რომ თალიბების შეპყრობა ხელს უშლის მეამბოხეებთან მოლაპარაკებას


პაკისტანი უარყოფს გაეროს ყოფილი წარგზავნილის, კაი ეიდეს ვარაუდს, რომ ისლამაბადის მიერ ავღანელი თალიბების მაღალი რანგის წარმომადგენლების დაპატიმრება აფერხებს გაეროს მოლაპარაკებას მეამბოხეებთან. კაი აიდემ, რომელიც ავღანეთში გაეროს ყოფილი წარგზავნილია, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მისი საიდუმლო კონტაქტები, დაახლოებით, შარშან გაზაფხულზე დაიწყო, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ შეფერხდა მას შემდეგ, რაც, შეერთებული შტატებისა და პაკისტანის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ათზე მეტი თალიბი დააკავეს. ეიდეს ვარაუდით, შესაძლოა, პაკისტანს კონტაქტებისთვის ბოლოს მოღება სურდეს, რათა თვითონ აკონტროლოს თალიბებთან ავღანეთის შერიგების შესაძლო პროცესი. მაგრამ პაკისტანის საგარეო უწყების პრეს-მდივნის განცხადებით, თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლების დაპატიმრებას არაფერი აქვს საერთო შერიგების შესახებ მოლაპარაკებასთან.
XS
SM
MD
LG