Accessibility links

logo-print

საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრები მაკედონიის სახელწოდების გარშემო დავაზე იმსჯელებენ


მაკედონიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები მომავალ კვირაში შეხვდებიან ერთმანეთს მაკედონიის სახელწოდების გარშემო ორი ქვეყნის ხანგრძლივ დავაზე მოსალაპარაკებლად. მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრა გაიმართება 25 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის პარალელურად. მაკედონია 1993 წელს გაწევრიანდა გაეროში დროებითი სახელწოდებით, როგორც „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“. მაგრამ საბერძნეთი, რომლის ჩრდილოეთ პროვინციასაც ეწოდება მაკედონია, ამ სახელს თავის ისტორიულ მემკვიდრეობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კვლავაც არ დაუშვებს ჩრდილოელი მეზობლის საერთაშორისო აღიარებას, ვიდრე არ მოგვარებულა დავა მისი სახელწოდების გარშემო.
XS
SM
MD
LG