Accessibility links

logo-print

თურქეთი საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთ გადასახადს უწესებს


თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააწესა კიდევ ერთი გადასახადი, ეს არის ე.წ. საგარანტიო გადასახადი. კერძოდ, 9 მარტიდან თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტისას ძალაში შევიდა ე.წ. საგარანტიო გადასახადი სატრანზიტო და დროებითი ნომრების მქონე ავტომანქანებისათვის. საგარანტიო გადასახადი წესდება მანქანის თვითღირებულებისა და ამ მანქანაში ჩატვირთული ნივთების თვითღირებულებას დამატებული თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით კონკრეტული მანქანისა და ამ ტვირთებისათვის დაწესებული მოსაკრებელის ჯამური ოდენობა, ოღონდ აღნიშნული საგარანტიო თანხა გადამხდელს უბრუნდება მას შემდეგ, რაც იგი თავისი სატრანზიტო ავტომანქანით ტოვებს თურქეთის ტერიტორიას. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, როგორც გიორგი ტაბატაძე აღნიშნავს, თურქული მხარე მიიჩნევდა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ისეთი ტვირთების გადაზიდვა ხდებოდა ტრანზიტის მეშვეობით, რომლებიც არ იყო დეკლარირებული და შესაბამისად თურქეთი თვლიდა, რომ მას ამ არადეკლარირებული ტვირთების გატარებით გარკვეული ზარალი ადგებოდა. ცნობილია კიდევ ერთი გადასახადის შესახებ, რომელიც თურქულმა მხარემ დააწესა. 1 მაისიდან თურქეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო და დროებითი ნომრების მქონე ცარიელი ავტომანქანების მეპატრონეები 600 ევროს გადაიხდიან, ხოლო დატვირთული ავტომანქანების მეპატრონეები 1200 ევროს გადაიხდიან. ეს არის ფიქსირებული გადასახადი.
XS
SM
MD
LG