Accessibility links

logo-print

„ალიანსი საქართველოსათვის“ საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა


„ალიანსი საქართველოსთვის” მერობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები საზოგადოების ნაწილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა 13 მარტის “იმედის” ეთერში გასული გადაცემა იყო. “გადაცემამ ძალიან ბევრი პრობლემა ცხადი გახადა და საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ რამდენად საშიშად შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საფრთხეებზე. ვისაუბროთ თუ რა გამოსავალს ხედავენ ისინი და თუ როგორია მათი მოსაზრებები შექმნილ ვითარებაზე”, - განაცხადა ალასანიამ. სოზარ სუბარის თქმით კი, საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში, თქვას თავისი სიტყვა, ვინაიდან ქვეყნის წინსვლაში მხოლოდ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ გარდატეხის შეტანა. შეხვედრას სასტუმრო “ამბასადორში” ჟურნალისტები, ასევე ხელოვანები, მეცნიერები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG