Accessibility links

logo-print

“ტელეიმედს” გადაწყვეტილებისათვის ვადა დღეს ეწურება


ტელეკომპანია “იმედს” 13 მარტის “მოდელირებული ქრონიკის” გამო, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სპეციალური დეკლარაციის გამოქვეყნება დაავალა. დეკლარაციაში მაუწყებელმა უნდა აღიაროს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას იმ ინსცენირების გამო, რომელმაც საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. გარდა ამისა, “ტელეიმედს” დაევალა, რომ ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს თითოეული მოქალაქის საჩივარი, მოხდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და საჩივრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომუნიკაციების კომისიას. დეკლარაცია “ტელეიმედმა” უნდა გამოაქვეყნოს კომისიის გადაწყვეტილებიდან 5 დღის ვადაში, 20:00 საათიანი “ქრონიკის” მსვლელობის დროს.
XS
SM
MD
LG