Accessibility links

logo-print

36:8 - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა


საქართველო-რუსეთი - 36:8. ირაკლი აბუსერიძე დირიჟორის როლში

საქართველო-რუსეთი - 36:8. ირაკლი აბუსერიძე დირიჟორის როლში

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, ”აქჩაბაათის” სტადიონზე, ევროპის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის ქართველთა გამარჯვებით ანგარიშით 36:8 დასრულდა.

ლელო დადეს ზირაქიშვილმა, ნატრიაშვილმა, ჩხაიძემ და უდესიანმა.
საქართველო-რუსეთი 36:8. მატჩის ერთი ეპიზოდი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 20 მარტს ევროპის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

მიმდინარე გათამაშების განმავლობაში ჩატარებული 10 შეხვედრიდან საქართველოს ნაკრებმა 8 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთი წააგო. ქართველი მორაგბეები ჯგუფში ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის პირველ ადგილზე არიან და, შესაბამისად, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გარანტირებული აქვთ.
XS
SM
MD
LG