Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნის თქმით „კვარტეტი“ მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას


გაერთიანებული ერების როგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი ისრაელში იმყოფება, რათა შეამციროს დაძაბულობა, რაც გამოიწვია ისრაელის გეგმამ, ააშენოს ახალი დასახლება სადაო აღმოსავლეთ იერუსალიმის ტერიტორიაზე. გენერალური მდივანი რამალში შეხვდა პალესტინის ავტონომიის მეთაურს სალიამ ფაიადს და დაარწმუნა, რომ „ახლო-აღმოსავლეთის კვარტეტი“ გადაჭრით უჭერს მხარს პალესტინელების ძალისხმევას შექმნან საკუთარი სახელმწიფო. მანამდე ბან კი მუნი იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც ახლო აღმოსავლეთის მოწესრიგების კვარტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ოთხეულმა მოუწოდა ისრაელს შეაჩეროს მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმის ტერიტორიაზე, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რათა განახლდეს მოლაპარაკება ისარაელსა და პალესტინას შორის.
XS
SM
MD
LG