Accessibility links

რუსეთში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა "რისხვის დღეში"


ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსეთის ქუჩებში ოპოზიციური პარტიების მოწყობილ საყოველთაო პროტესტის დღეზე. ქალაქებში მოსკოვში, ირკუტსკსა და ვლადივოსტოკში შეკრებილი რუსეთის მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნები იყო გადასახადების შემცირება, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადაყენება. დემონსტრაციის ორგანიზატორებს შორის იყვენ კომუნისტებიც, დემოკრატებიცა და თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალები. ადამიანის უფლებათა დამცველები და ავტომობილისტი ენთუზიასტები. იგივე განწყობა იყო ირკუტსში. ციმბირის უმსხვილეს სამრეწველო ქალაქში, სადაც 1500 კაციანი გაერთიანებული მიტინგის ხელმძღვანელი იყო ლიბერალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი. ნემცოვმა შეაქო ირკუტსკელები იმის გამო, რომ ერთი კვირის წინ მათ მმართველი „ერთიანი რუსეთის“ მერობის კანდიდატის ნაცვლად ადგილობრივ არჩევნებში კომუნისტების კანდიდატს ვიქტორ კონდრაშოვს დაუჭირეს მხარი. საპროტესტო აქციები მოეწყო მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. ამ უკანასკნელში ერთბაშად ორი მიტინგი ჩატარდა - ერთი პარტია „იაბლოკოსა“ და მეორე „ გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის“ ხელმძღვანელობით. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ლოზუნგები „პუტინის გუნდი უნდა გადაგეს“ და „გაზპრომო - წადი სახლში“.
XS
SM
MD
LG