Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლება თალიბებთან მოლაპარაკების გართულებაზე ალაპარაკდა


ავღანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პაკისტანში ცოტა ხნის წინ „თალიბანის“ ლიდერების დაპატიმრებამ ნეგატიურად იმოქმედა ავღანელ მოხელეებსა და მემაბოხეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდა კარზაის პრეს-სამსახურის მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეამბოხეების ლიდერების, მათ შორის იერარქიის „მეორე ადამიანის“ მოლა ბარადარის დაკავებამ, შეანელა ქაბულის მცდელობა მოილაპარაკოს მშვიდობის დამყარებაზე ზომიერ თალიბებთან. ერთი დღით ადრე პაკისტანმა უარჰყო ავღანეთში გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელის კაი აიდეს მოსაზრება, რომ მეამბოხეთა ლიდერების დაპატიმრებამ „თალიბებთან“ კონტაქტების გაწყვეტა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG