Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდს?


საქართველოს პარლამენტს რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას სთხოვენ. ეს რეზოლუცია მიიღო თბილისში 20-21 მარტს გამართულმა კონფერენციამ სახელწოდებით:“გაგრძელებული დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის ”. რადიოსადგურ “ეხო კავკაზას” მთავარი რედაქტორის ანდრეი ბაბიცკის, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა, ცნობით, ღონისძიებაზე თავი საზღვარგარეთ ჩერქეზული დიასპორის რადიკალური ფრთის წარმომადგენლებმა მოიყარეს. რადიო „ეხო კავკაზას“ ცნობით, კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის ფონდი“. ჩერქეზთა თურქულმა დიასპორამ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების შიშით, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს პარლამენტს მე-19-ე საუკუნეში რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებენ. პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი ალბათ განიხილავს ამ თხოვნას, მაგრამ გადაწყვეტილება ალბათ არ იქნება მიღებული. „არ ვიცი რამდენად სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს საქართველოს ასეთი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგრამ იგი მოიპოვებდა ჩერქეზი ხალხის კეთილგანწყობას, რაც თავისთავად კარგია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გაბედული გაწაყვეტილება იქნება“, - განაცხადა გია ნოდიამ „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში. ანდრეი ბაბიცკის ინფორმაციით, კონფერენციაზე გამოსვლისას ნიუ-ჯერსის ჩერქეზთა კულტურული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იად იოგარმა ღიად განაცხადა, რომ დღეს ჩერქეზთა მოძრაობის მიზნებია: თავისი სახელმწიფოს შექმნა, გენოციდის ცნობა და სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლა. კონფერენციაზე გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ ოლიმპიური ქარტია პირდაპირ კრძალავს ოლიმპიადის გამართვას ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანთა მასობრივი მკვლელობები მოხდა და შესაბამისად, სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება მიუღებელია.
XS
SM
MD
LG