Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი ამომრჩევლთა ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს


ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ გამოსცა განკაგულება, რომლიც 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ხელახლა დათვლას მოითხოვს. ბრძანებაში, რომლის შესრულებაც 21 მარტიდან იწყება, ნათქვამია, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება „სამართლიანობა და აბსოლუტური გამჭვირვალეობა.“ თალაბანის ბრძანება მოჰყვა წინა დღით ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ მალიქის მოწოდებას საარჩევნო კომისიისადმი, პასუხი გაეცა რამდენიმე წამყვანი პოლიტიკური ბლოკის მოთხოვნისათვის. ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლამ აჩვენა, რომ ძალიან მცირე სხვაობა არსებობს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და მისი წინამორბედის, იად ალავის პარტიებს შორის.
XS
SM
MD
LG