Accessibility links

ჟურნალისტი კომახიძე ლტოლვილთა ახალ ბანაკში გადაიყვანეს


სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიის მთავრობამ ლტოლვილთა სხვა ბანკში გადაიყვანა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ყოფილმა სახალხო დამცველმა და „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განუცხადა. მისივე თქმით, კომახიძეს ახალ ბინაში უკეთესი პირობები აქვს, რადგან თავისუფლად გადაადგილება შეუძლია, რაც საგამოძიებო ფილმზე მუშაობაში ხელს შეუწყობს. ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით 10 თებერვალს მიმართა. კომახიძის განცხადებით, ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მისი და მისი ოჯახის დევნა გახდა. პარასკევს საკუთარი ხელისუფრლების მხრიდან შესაძლოა ზეწოლის შიშით ოჯახი უკრაინაში გახიზნა და უკრაინის ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა გაზეთ „შანსის“ რადქტორმა ბონდო ქურდაძემ.
XS
SM
MD
LG