Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეები დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები და მწვრთნელი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, მორაგბეებს ფედერაციის მიერ გამოყოფილ ფულად პრემიასთან ერთად, რუსეთის ნაკრებთან მოგებული თამაშისთვის დამატებითი პრემია გადაეცემათ. თუმცა, საინფორმაციო საშუალებები თანხის ოდენობას არ ასახელებნ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, ტრაბზონში გამართულ თამაშზე რუსეთის წინააღმდეგ 28-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა. მეტოქის კარში ლელო ზირაქიშვილმა, ნატრიაშვილმა, ჩხაიძემ და უდესიანმა დადეს.
საქართველოს ნაკრებს 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური განაღდებული აქვს.
XS
SM
MD
LG