Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო ”რეს”-ი რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ ცნობას ავრცელებს


საინფორმაციო სააგენტო ”რესი” ავრცელებს ცნობას, რომ 21 მარტს ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ მუგუთთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ”სამხრეთი ოსეთის საზღვრის” გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს ორი პირი: სოფელ მუგუთის მკვიდრი მამაკაცი და კიანეთის მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი. ”რესისთვის” სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, რომ გუშინ დილითვე ”სამხრეთი ოსეთის ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ მუგუთთან და დასახლებულ პუნქტ დვანის (საქართველო) ახლოს დააკავეს ავტომანქანა, რომელიც სამხრეთი ოსეთიდან საქართველოსკენ მოძრაობდა. ავტომანქანაში იმყოფებოდა ორი ქალი, ერთ-ერთი - ერთი წლის ასაკის ბავშვით, პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე. დაკავებულის თანახმად, ის საქართველოს მოქალაქეა. მეორე ქალი სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის ზნაურის რაიონის სოფელ ძვილეთის მკვიდრია”. სააგენტო ”რესის” ცნობით, ”ვითარებაში გასარკვევად დაკავებულები სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადასცეს”.
XS
SM
MD
LG