Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კონგრესმა ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტი მიიღო


აშშ კანონმდებლებმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცეს. დემოკრატებმა კონგრესში მიიღეს ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ გაეტანათ კანონპროექტი, რომელიც აშშ 30 მილიონი მოქალაქისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს. ეს კანონი ახალ რეგულაციებს უწესებს სადაზღვევო კომპანიებს. ამის შემდეგ პრეზიდენტი ობამა ხელს მოაწერს პროექტს და ის კანონის ძალას შეიძენს. კონგრესში კენჭისყრის შემდეგ ბარაკ ობამა განაცხადა: ”ამერიკელთა უმრავლესობისთვის ეს დებატები არასდროს იყო აბსტრაქტული, მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს ყოევლთვის იყო გაცილებით პირადული”. კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია არც ერთ რესპუბლიკელს. რესპუბლიკელები თვლიან, რომ ჯანდაცვის რეფორმა იმ სახით, როგორც მას ობამა წარმოადგენს, ძალიან ძვირია. რესპუბლიკელები ასევე გაუმართლებლად თვლიან მთვარობის როლის გაზრდას ჯანდაცვაში.
XS
SM
MD
LG