Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს სახელმწიფო ცენზურას


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს სახელმწიფო ცენზურის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ. მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას, დაუყოვნებლივ „მოეღოს ბოლო სატელიტური მაუწყებლობის ჩახშობას და ინტერნეტის ცენზურას“. ირანის ხელისუფლება მედიას ავიწროვებს და მრავალი ჟურნალისტი ჰყავს დაპატიმრებული მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა გასული წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას.
XS
SM
MD
LG