Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი მეამბოხეების ჯგუფ "ჰეზბ-ი-ისლამის" დელეგაციას შეხვდა


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ დღეს ქაბულში პირადად კარზაი შეხვდა ექსტრემისტულ ჯგუფ "ჰეზბ-ი-ისლამის" მაღალი რანგის დელეგაციას. პრეს-მდივნის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა იყო სამშვიდობო მოლაპარაკება "ჰეზბ-ი-ისლამთან" - კარზაის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ერთ-ერთ მთავარ მეამბოხე ძალასთან. ქაბულში მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, "ჰეზბ-ი-ისლამის" დელეგაციას ხელმძღვანელობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყუტბუდდინ ჰელალი. "ჰეზბ-ი-ისლამი" ნატოს და ავღანეთის მთავრობის ჯარებს აღმოსავლეთში, აგრეთვე ჩრდილოეთის ზოგ რაიონში ებრძვის. მიმდინარე თვეში ქაბულმა განაცხადა, რომ "ჰეზბ-ი-ისლამის" მებრძოლები კარზაის მთავრობის მხარეზე გადასვლას დაყაბულდნენ ერთ-ერთ რეგიონში, სადაც თალიბანს ებრძოდნენ რამდენიმე სოფლის გასაკონტროლებლად.
XS
SM
MD
LG